კახეთი (1)

1 დღიანი ტური
დავით გარეჯი / სიღნაღი / ბოდბე

თბილისიდან კახეთში გამგზავრება და დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის მონახულება. კომპლექსი 10 ჰექტარზეა გადაჭიმული, რომლის ტერიტორიაზეც უამრავი ლავრაა. მათგან ყველაზე ძველი VI საუკუნით თარიღდება. სამონასტრო კომპლექსი დააარსა ერთ–ერთმა ასურელმა ბერმა დავით გარეჯელმა. დღესდღეობით აქ მოქმედი მამათა მონასტერია… ციხე–ქალაქ სიღნაღის დათვალიერება, რომელიც გამოირჩევა ლამაზი არქიტექტურითა და ალაზნის ულამაზესი ხედით… წმინდა ნინოს სახელობის ბოდბის დედათა მონასტრის მონახულება. წმინდა ნინო ქართველთა გამაქრისტიანებელია. იგი სწორედ ბოდბეშია დაკრძალული. აქ დღესაც მოედინება წმინდა ნინოს ლოცვით წარმოქმნილი სამკურნალო წყალი…

ტურის დროს ქართული კერძების დაგემოვნება. ღამე თბილისში.

This slideshow requires JavaScript.