კახეთი – 2 დღიანი ტური

 ბოდბე / სიღნაღი / ნეკრესი / გრემი / ყვარლის ტბა / წინანდალი / თელავი

პროგრამა

თბილისიდან კახეთში გამგზავრება. წმინდა ნინოს სახელობის ბოდბის დედათა მონასტრის მონახულება. წმინდა ნინო ქართველთა გამაქრისტიანებელია. იგი სწორედ ბოდბეშია დაკრძალული. აქ დღესაც მოედინება წმინდა ნინოს ლოცვით წარმოქმნილი სამკურნალო წყალი… ციხე–ქალაქ სიღნაღის დათვალიერება, რომელიც გამოირჩევა ლამაზი არქიტექტურითა და ალაზნის ულამაზესი ხედით… ნეკრესის მონასტრის მონახულება, რომლის ტერიტორიაზეც ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე I ათასწლეულში ციხე–ქალაქი იყო გაშენებული. წარმართული სამსხვერპლოს ნაშთები დღესაცაა შემონახული. ჩვ.წ.აღ-ით VI საუკუნეში ნეკრესში ქრისტიანული სამონასტრო კომპლექსი გაშენდა, რომელიც მნიშვნელოვან კულტურულ კერას წარმოადგენდა. ნეკრესში ამჟამად მოქმედი მამათა მონასტერია… გრემის მონახულება. ტაძარი აგებულია 1565 წელს და შესანიშნავადაა შემონახული. შუა საუკუნეებში გრემი მნიშვნელოვან კულტურულ და საგანმანთლებლო ფუნქციას ასრულებდა…

ტურის დროს ქართული კერძების დაგემოვნება. ღამე ყვარლის სასტუმროში.

ყვარლის ტბის ხედების დათვალიერება… გამგზავრება თელავში და გზად წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მონახულება, სადაც შესაძლებელია ქართული ღვინის დაგემოვნება. კახეთის უდიდესი ქალაქის თელავის მონახულება, როემლიც XVI-XVII საუკუნეებში კახეთის სამეფოს დედაქალაქს წარმოადგენდა… ქალაქში საქართველოს ერთ–ერთი ძლევამოსილი მეფის ერეკლე II სახლ-მუზეუმის დათვალიერება… შუამთის არქიტექტურული ანსამბლის დათვალიერბა, რომლის გარშემოც ბუნების უმშვენიერესი ხედებია…

ტურის დროს ქართული კერძების დაგემოვნება. ღამე თბილისში.

This slideshow requires JavaScript.