კახეთი – 3 დღიანი ტური

თბილისი / ბოდბე / სიღნაღი / ყვარლის ტბა / ლაგოდეხის ნაკრძალი / ნეკრესი / გრემი / თელავი / შუამთა / თბილისი

თბილისიდან კახეთში გამგზავრება. წმინდა ნინოს სახელობის ბოდბის დედათა მონასტრის მონახულება. წმინდა ნინო ქართველთა გამაქრისტიანებელია. იგი სწორედ ბოდბეშია დაკრძალული. აქ დღესაც მოედინება წმინდა ნინოს ლოცვით წარმოქმნილი სამკურნალო წყალი… ციხე–ქალაქ სიღნაღის დათვალიერება, რომელიც გამოირჩევა ლამაზი არქიტექტურითა და ალაზნის ულამაზესი ხედით… ყვარლის ტბის ხედების დათვალიერება.

ტურის დროს ქართული კერძების დაგემოვნება. ღამე ყვარლის სასტუმროში.

ლაგოდეხის ნაკრძალში მრავალფეროვანი და გასაოცარი სილამაზის ფლორის და ფაუნის დათვალიერება. ნაკრძალში ხარობს კავკასიის 121 და საქართველოს 9 ენდემური სახეობის მცენარე… აქვე შესაძლებელია გურგენიანის ჩანჩქერის ნახვა, რომლის ვარდნა 40 მეტრს აღწევს…

ტურის დროს ლანჩ–პაკეტი. ღამე ყვარლის სასტუმროში.

ნეკრესის მონასტრის მონახულება, რომლის ტერიტორიაზეც ჯერ კიდევ ჩ.აღ.–მდე I ათასწლეულში ციხე–ქალაქი იყო გაშენებული. წარმართული სამსხვერპლოს ნაშთები დღესაცაა შემონახული… ჩ.წ.აღ.–ით VI საუკუნეში ნეკრესში ქრისტიანული სამონასტრო კომპლექსი გაშენდა, რომელიც მნიშვნელოვან კულტურულ კერას წარმოადგენდა. ნეკრესში ამჟამად მოქმედი მამათა მონასტერია… გრემის მონახულება. ტაძარი აგებულია 1565 წელს და შესანიშნავადაა შემონახული. შუა საუკუნეებში გრემი მნიშვნელოვან კულტურულ და საგანმანთლებლო ფუნქციას ასრულებდა… კახეთის უდიდესი ქალაქის თელავის მონახულება, როემლიც XVI-XVII საუკუნეებში კახეთის სამეფოს დედაქალაქს წარმოადგენდა… ქალაქში საქართველოს ერთ–ერთი ძლევამოსილი მეფის ერეკლე II სახლ-მუზეუმის დათვალიერება… შუამთის არქიტექტურული ანსამბლის დათვალიერება, რომლის გარშემოც ბუნების უმშვენიერესი ხედებია…

ტურის დროს ქართული კერძების დაგემოვნება. ღამე თბილისში.