თბილისი – მცხეთა

1 დღიანი ტური
 თბილისი აბანოთუბანი / ნარიყალა / სამება / სვეტიცხოველი / ჯვარი

თბილისის უძველესი ადგილის, აბანოთუბნის მონახულება, რომელსაც უკავშირდება დედაქალაქის სახელი და დაარსების ისტორია… IV საუკუნის (უძველესი ფენა I საუკუნეს მიეკუთვნება) ნარიყალას ციხეზე ასვლა, საიდანაც ქალაქის ხედი იშლება… წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მონახულება. იგი მთავარი ქრისტიანულ–მართლმადიდებლური ტაძარია საქართველოში და გამოირჩევა გრანდიოზული ზომებით… მცხეთაში გამგზავრება… სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დათვალიერება. ესაა ადგილი, სადაც მაცხოვრის კვართი განისვენებს… ჯვრის მონასტერზე ასვლა, რომელიც გვირგვინად ადგას მცხეთის მთას და გადმოჰყურებს მდინარე მტკვრის და არაგვის შესართავის ულამაზეს ხედს..

This slideshow requires JavaScript.