ჯომარდობა

62iaaკრისტალურად სუფთა მთის ნაკადებით, ღრმა ხეობებით და სწრაფი მდინარეებით ჯომარდობისთვის საქართველო უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მთელს მსოფლიოში. 1980-ან წლებში ექსტრემალური სპორტის ამ სახეობამ საქართველოში განიცადა უდიდესი აღზევება. დღეს  ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, შეგვიძლია შემოგთავაზონ სხვა და სხვა სირთულის წყალზე დაშვების ტურები. აღჭურვილობას, სწავლებას და ნავებს ვუზრუნველყოფთ.

საქართველოს მდინარეები იძლევიან ჯომარდობის თითქმის ყვალა კატეგორიის შესაძლებლობას, ძალიან მარტივიდან სახიფათომდე. ჯომარდობის მოყვარულთათვის ფშავის არაგვი არის ყველაზე საყვარელი მდებარეობა, რომელიც თბილისიდან ორ საათზე ნაკლები მგზავრობით არის დაშორებული.

დაუმორჩილებელი მთის მდინარე მიედინება საოცარ მთიან ხეობებში და ერთვის თვალწარმტაც ჟინვალის წყალსაცავს. ტურების უმრასობის დისტანცია 15კმ-ს შიცავს და საათნახევარი ესაჭიროება. საქართველოს სამხედრო გზის გაწვრის ვარჯიშის შემდეგ შესაძლებელია მთიულეთის არაგვზე ჯომარდობის მოწყობა რომლის დისტანცია 13კმ-ს შეადგენს. ტური იწყება ფასანაურში და მთავრდება სოფელ მენესოში.

ჯომარდობის ტურები ეწყობა აგრეთვე სვანეთში, მდინარე ენგურზე. ეს ტურები მხოლოდ გამოცდილი ჯომარდელებისათვის ერის განკუთვნილი. ზოგი მათგანი შეიცავს მდინარის ძალზედ სახიფათო კატეგორიის მონაკვეთებს.

ჯომარდობა ყველა სახის შესაძლებლობებისათვის ეწყობა მდინარე რიონზე, რაჭაში და აქვს 8კმ დისტანცია. მდინარე მიედინება ულამაზეს ხეობაში.

მტკვარს აქვს რამოდენიმე ადგილი ჯომარდობისათვის, მათ შორის საშუალო სირთულის ბორჯომთან და საკმაოდ მარტივი კომპლექს ვარძიას ქვემოთ.

საქართველოში ჯომარდობის სეზონი იწყება აპრილში და გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე. მომსახურეობაში ვთვაზობთ მომზადებასა და ინსტრუქტაჟს, აღჭურვილოაბის გაქირავებას. ყოველი ნავი იტევს 6 ადამიანს და ინსტუქტორს.