ვენეცია

veniceფასი მოქმედებს ახალ წლამდე, თქვენთვის სასურველ დროს! –> 325 ევროდან.

ვენეცია – „არხების ქალაქი“ – ყველა დროის საუკეთსეო და სასურველი სამოგზაურო ადგილი ტურისტებისთვის. ეს არის ერთადერთი ქალაქი მსოფლიოში, რომელიც განლაგებულია 119 კუნძულზე და მოიცავს: 160 არხს; 369 ხიდს. აქ ვერ ნახავთ ვერც ავტომობილს, ვერც მეტროს – გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა ვენეციური ნავი – გონდოლა. ეს ტური საუკეთესო შესაძლებლობაა დროებით მოწყდეთ სამყაროს და ეწვიოთ მომაჯადოებელ კუთხეებს ვენეციაში, რომელთა ხილვისას დაგეუფლებათ გრძნობა, თითქოს დრო გაჩერდა საუკუნეების წინათ!

venice2ტურის აღწერა

ტურის დასაწყისში თქვენ მოდუნდებით და მიიღებთ სიამოვნებას გონდოლით გასეირნებისას (ნავი გათვლილია 6 კაცზე და მასზე გასეირნების ხანგრძლივობაა 35 წუთი.) „გრანდ კანალ“-ზე და „ლა ფენიჩე“-ის მიდამოებში. გონდოლით გასეირნების შემდგომ თქვენ მოგემსახურებათ გიდი, რომელიც წაგიძღვებათ სან მარკოს მოედნისა და „ოხვრის“ ხიდისკენ. ტურის ფარგლებში მოგეცემათ შესაძლებლობა იხილოთ ისეთი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები და ხელოვნების ნიმუშები, როგორებიცაა: „ფენიჩეს თეატრი“,რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ოპერის სახლს წარმოადგენს ევროპაში;”Skala del Bovolo”-უნიკალური სპირალური ფორმის საფეხურები, რომელნიც გარშემორტმულია თაღებით, „ოხვრის ხიდი“ და მისთვის დამახასიათებელი მაღაზიები, რომელიც ვენეციის არქიტექტურის ერთ-ერთ შედევრად ითვლება. ფეხით გასეირნების შემდგომ, ტური დასრულდება ვალეროსოს სადგურში ტრანსფერით.

venice1ღირებულებაში შედის:

  • ტრანსფერი;
  • სატუმრო”Canal E Walter Hotel” 3*,ქალაქის ცენტრში;
  • დილის კვება;
  • ქალაქის ტური;
  • სამოგზაურო დაზღვევა.

ღირებულებაში არ შედის:

  • სავიზო მოსაკრებელი: 35ევრო, რომელიც თავად უნდა გადაიხადოთ საკონსულოში;
  • ავიაბილეთი: 220 ევროდან;

სასარგებლო რჩევები

“გუდ თრეველი” გაძლევთ საშუალებას, თქვენი სურვილის და მიხედვით აირჩიოთ ნებისმიერი ქვეყნის თუ ქალაქის კომბინირებული ტურები და ერთდროულად მოინახულოთ და დატკბეთ საინტერესო და ხალისიანი მოგზაურობით.