რომი

romeმომსახურებაში შედის:

  • ტრანსფერი აეროპორტიდან/აეროპორტამდე
  • სასტუმრო 3*** (BB) 6 ღამე / 7 დღე
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • ქალაქის ექსკურსია

მომსახურებაში არ შედის:

  • ავიაბილეთი (საშუალოდ €400 -დან)
  • საელჩოს მოსაკრებელი – 140 ლარი (1 კაცი)

რომის შესახებ

ულამაზესი ქალაქი რომის ისტორია ჩვ. წ–მდე დაახლოებით VIII საუკუნიდან იწყება. რომის ისტორიის განმავლობაში ის იყო ძველ რომის, მოგვიანებით კი პაპის დაქვემდებარებაში მყოფი ქვეყნების, იტალიის სამეფოს და იტალიის რესპუბლიკის ცენტრი ან დედაქალაქი.

rome3ლეგენდის თანახმად, ქალაქი რომი ტყუპებმა რომულუსმა და რემუსმა დააარსეს ძვ. წ. აღ-ით 753 წლის 21 აპრილს. არქეოლოგიური მასალებიც სწორედ იმას მოწმობენ, რომ რომი როგორც ქალაქდასახლება ქრისტეშობამდე 8-ე საუკუნეში უნდა ჩამოყალიბებულიყო. ქალაქი რომის სამეფოს დედაქალაქი გახდა, (რომელსაც ტრადიისამებრ შვიდი მეფე მართავდა), შემდგომ რომის რესპუბლიკის (ძვ.წ.აღ-ით 510-დან იმართებოდა სენატის მიერ), საბოლოოდ კი ქრ.შბ-მდე 27 წლიდან რომს იმპერატორი ჩაუდგა სათავეში. ეს წარმატება დამოკიდებული იყო სამხედრო დაპყრობებზე, ეკონომიკურ წინსვლასა და მეზობელი ცივილიზაციების, განსაკუთრებით კი ეტრუსკული და ბერძნული ცივილიზაციების, შერჩევით ასიმილირებაზე.

დაარსებიდან ძვ. წ. აღ-ით 386 წლამდე რომი აუღებელი იყო, სანამ კელტები არ შევიდნენ ქალაქში, რომლებიც ამავე წლის დამლევს თავად რომაელების მიერ იქნენ დაპყრობილნი. ლივიუსი წიგნი 5. კელტებმა რომაელებს ქალაქის დასაბრუნებლად ათასი გირვანქა ოქროს გადახდა შესთავაზეს, რაზეც რომმა უარი შეუთვალა და საპასუხო შეტევით უპასუა.

XV საუკუნის რომაული მინიატურა, სადაც 410 წლის რომის რბევაა გამოსახული

რომის ძალაუფლება ევროპის დიდ ნაწილსა და ხმელთაშუაზღვის სანაპიროებზე გავრცელდა , მოსახლეობა კი მილიონს აღწევდა. მთელი ათასი წლის განმავლობაში რომი დასავლური სამყაროს უდიდეს, უმდიდრეს და პოლიტიკურად ყველაზე გავლენიან ქალაქად მიიჩნეოდა; რომს სიდიადე არც იმპერიის დაცემა-დაქუცმაცების შემდეგ დაუკარგავს, როდესაც დედაქლაქის სტატუსი ჯერ მილანს, შემდეგ კი რავენას გადაეცა, რომ აღარაფერი ვთქვათ, აღმოსავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლზე.

rome1სასარგებლო ინფორმაცია

ვიზისთვის საჭირო საბუთები:

  1. თქვენი პასპორტი, რომელიც ვარგისი უნდა იყოს სულ მცირე მომდევნო 6 თვის განმავლობაში.
  2. პასპორტის ასლი.
  3. ერთი ფერადი ფოტოსურათი (3X4).
  4. სავიზო განაცხადი.
  5. წერილი სამუშაო ადგილიდან (სასწავლო დაწესებულებიდან), სადაც დაფიქსირებული იქნება თქვენი მუშაობის (სწავლის) ხანგძლივობა საქართველოში.
  6. სამოგზაურო დაზღვევა იტალიის ტერიტორიაზე. (სასურველია იქონიოთ ასლიც და ორიგინალიც)
  7. ბანკის ამონაწერები (ფინანსური გარანტია) მიღების საათების გარდა, სავიზო განყოფილებასთან ტელეფონით დაკავშირება შესაძლებელია 16.00-დან 17.00 საათამდე (საქართველოს დროით).
მიღების საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (ოთხშაბათის გარდა): სავიზო განაცხადისა და საბუთების მიღება: 9.30 – 11.30სთ საბუთების გატანა: 12.00 – 12.30სთ
საკონსულო ყოველთვის იტოვებს დამატებითი საბუთის მოთხოვნის უფლებას!