ფლორენცია

florenceტური ფლორენციაში – 375 ევრო -> ფასი მოქმედებს ახალ წლამდე, თქვენთვის სასურველ დროს!

ფლორენცია – იტალიის ულამაზესი ქალაქი,რომელმაც დიდი გავლენა იქონია მსოფლიოზე კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით. იგი მოიხსენიება როგორც იტალიური რენესანსის აკვანი. აქ დაიბადა მრავალი მსოფლიოში ცნობილი ხელოვანი: დანტე, ბოკაჩო, ნიკოლო მაკიაველი, მიქელანჯელო, გალილეო გალილეი და სხვანი. მოიწყვეთ დაუვიწყარი დასვენება და იმოგზაურეთ რენესანსის პერიოდში!

ტურის აღწერა

ტური დაიწყება ფიოსოლეს პატარა ქალაქიდან, რომელიც ფლორენციასთან მდებარეობს. აქედან იშლება ულამაზესი საერთო ხედი ფლორენციაზე და არნოს ველზე. ტური გაგრძელდება ძველი ქალაქის ცენტრის სტუმრობით, სადაც თქვენ მოინახულებთ: ფრანცისკანულ ეკლესიას, სანტა კროჩეს ბაზილიკას,სინიორის მოედანს, Palazzo Vecchio(ძველი სასახლე)-ს და Loggia dei Lanzi-ს. ტური კულმინაციას მიაღწევს ცნობილი უფიზის გალერეაში ვიზიტისას,რომლის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ 1575 წელს დაიწყო. გალერეის საფუძველი მედიჩების საოჯახო კოლექცია გახდა. ამჟამად კი ის მოიცავს ისეთ იტალიელ ხელოვანთა შედევრებს, როგორებიცაა: ჯოტო, ბოტიჩელი, მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი, ჯორჯონე, ტიციანი, უჩელო და სხვანი. ტურის დასასრულს თქვენ გაისეირნებთ უფიზის ტერასაზე, სადაც შეგეძლებათ დატკბეთ ფლორენციის უმთავრესი ისტორიული და არქიტექტორული ძეგლებით.

florence1ღირებულებაში შედის:

  • ტრანსფერი;
  • სასტუმრო: „Kursaal Ausonia Hotel”3*, ქალაქის ცენტრში, დილის კვებით, 7 ღამე;
  • ქალაქის ტური;
  • სამოგზაურო დაზღვევა.

ღირებულებაში არ შედის:

  • სავიზო მოსაკრებელი: 35 ევრო, რომელსაც თავად იხდით საკონსულოში;
  • ავიაბილეთი: 276ევროდან;