კოპენჰაგენი

ტური კოპენჰაგენში – 340 ევრო
კოპენჰაგენი – დანიის ისტორიული დედაქალაქი, რომელიც ჩრდილოეთ ევროპაში მდებარეობს. ქალაქი  ულამაზესი სანაპირო ზოლებით, ზომიერი კლიმატით, სტუმართმოყვარე ხალხით და უამრავი ღირსშესანიშნაობით გამოირჩევა, ხოლო მუზეუმების, გალერეების, ტაძრებისა და ისტორიული ადგილების სიმრავლის გამო იგი ტურისტებისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ და საყვარელ ადგილს წარმოადგენს. იმოგზაურეთ ისტორიულ კოპენჰაგენში და დატკბით დაუვიწყარი დასვენებით „STARGE TRAVEL”-თან ერთად!

copenhagen

ტურის აღწერა

ეს ტური შესაძლებლობას მოგცემთ მოინახულოთ მსოფლიოში განთქმული უძველესი გასართობი პარკი “ტივოლის ბაღები”. პარკი 1843 წელს გაიხსნა და დღემდე ხელუხლებლადაა შემორეჩნილი. ტურის ფარგლებში თქვენ ეწვევით კოპენჰაგენის ყველაზე მონახულებად ადგილებს: ეროვნულ მუზეუმს; ქრისტიანსბორგის ყოფილ სამეფო რეზიდენციას, სადაც სამეფო ძვირფასეულობას, ავეჯისა და იარაღის კოლექციას დაათვალიერებთ; პარლამენტის შენობას;უზენასი სასამართლოს შენობას; კოპენჰაგენის ცნობილ მრგვალ კოშკს და ასევე ამალიენბორგის სამეფო სასახლეს, რომელიც სამეფო ოჯახის ზამთრის რეზიდენციას წარმოადგენს. და ბოლოს, შეუძლებელია კოპენჰაგენი დატოვო, მისი სიმბოლოს – ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის გმირის – ქალთევზას ქანდაკების უნახავად.
ღირებულებაში შედის:
  • ქალაქის ტური;
  • 3 * სასტუმრო ქალაქის ცენტრში(დილის კვებით) 7 ღამე;
  • სამოგზაურო დაზღვევა.
 ტურის ღირებულებაში არ შედის:
  • სავიზო მოსაკრებელი: 35 ევრო, რომელსაც თავად იხდით საკონსულოში;
  • ავიაბილეთი: 216 ევროდან(თბილისი-კოპენჰაგენი- თბილისი);
ფასი მოცემულია ერთ ადამინზე ორ ადგილიან ნომერში.
სასურველი დროისა და სასტუმროს დასაჯავშნად დაგვიკავშირდით, ან მოგვწერეთ.