ლისაბონი

lisabonტური ლისაბონში – 255 ევრო
ლისაბონი – პოსტუგალიის დედაქალაქი-„ავანტიურისტების ქალაქი“-  ეს არის კონტინენტური ევროპის ყველაზე დასავლეთით  მდებარე ქალაქი, სადაც ოკეანე, კლიმატი, პირველყოფილი ბუნება – უძველესს არქიტექტურასთან და ისტორიულ ძეგლებთან ერთად,  ქმნის როგორც სიმშვიდისა და სიმყუდროვის, ასევე, დღესასწაულისა და ზეიმის ატმოსფეროს. თუკი გსურთ  დაისვენოთ, ეზიაროთ ახალ კულტურას, ხალხს , დააგემოვნოთ სანაქებო პორტუგალიური კერძები და ღვინო – ლისაბონი საუკეთესო არჩევანია!

ტურის  აღწერა

ტური დაიწყება ქალაქის ისტორიული ცენტრის მონახულებით, სადაც თქვენ შეგეძლებათ იხილოთ : თავისუფლების მოედანი, ალფამა,  მზის კარის მოედანი, სან ანტონიოს ეკლესია. ტური გაგრძელდება  ლისაბონის საკათედრო ტაძრის სტუმრობით, რომელიც მოგხიბლავთ თავისი განუმეორებელი არქიტექტურით; თქვენ ასევე ეწვევით ქალაქის  მთავარ ღირსშესანისნავ ადგილს-წმინდა გიორგის სახელობის ციხე-სიმაგრეს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს  ტურისტთა შორის.  ტურის დასასრულს თქვენ თვალს მიადევნებთ რომაული თეატრის ნანგრევებს, როსიუს და რეშტაუპარორეშის მოედნებს, კოშკს, 25 აპრილის ხიდს და მოინახულებთ მნიშვნელოვან არქიტექტორულ შედევრ -იერონიმიტების მონასტერს.
ღირებულებაში შედის:
  • ქალაქის ტური;
  • სასტუმრო “Americano Hotel” ქალაქის ცენტრში(დილის კვებით) 7 ღამე;
  • ტრანსფერი;
  • სამოგზაურო დაზღვევა.
ღირებულებაში არ შედის:
  • სავიზო მოსაკრებელი: 35 ევრო, რომელსაც თავად იხდით საკონსულოში;
  • ავიაბილეთი: 301 ევროდან