ათენი

დაისვენე შენთვის სასურველ დროს!

ათენი- მითების სამშობლო- ეს არის მსოფლიოში სახელგანთქმული ქალაქი, რომელიც წარდგენას არ საჭიროებს. ძველ ათენს ხშირად დასავლეთის ცივილიზაციის აკვნად მოიხსენიებენ მისი კულტურული და პოლიტიკური მიღწევების გამო. ამ მემკვიდრეობის წყალობით მას უამრავი უძველესი ნაგებობა, მონუმენტი და ხელოვნების ნიმუში შემორჩა, რომელიც ასე იზიდავს და ხიბლავს ტურისტებს. მოიწყვეთ დაუვიწყარი დასვენება ათენში და აქციეთ თქვენი ოცნება რეალობად.

athensტურის აღწერა

ტური დაიწყება ათენის ისტორიულ ცენტრში პანორამული ხედების გაცნობით. ტურის ფარგლებში თქვენ იმგზავრებთ თანამედროვე კომფორტაბელური ავტობუსით და ისარგებლებთ კვალიფიციური გიდის მომსახურებით.( ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ და ესპანურ ენებზე). აქ თქვენ იხილავთ: სინტაგმას მოედანს, ეროვნულ ბაღებს, ადრიანას თაღს, წმ.პაულის ეკლესიას, პარლამენტის შენობას, უცნობი ჯარისკაცის საფლავს, კათოლიკურ საკათედრო ტაძარს და ნუმიზმატიკურ მუზეუმს.
ტური გაგრძელდება პანათინაიკოსის სტადიონის სტუმრობით, სადაც გაიმართა პირველი ოლიმპიური თამაში 1896 წელს. შემდგომ თქვენ იხილავთ ცნობილ ზევსის ტაძარს და ზაპეიონს.
ტურის დასასრულს თქვენ მოგეცემათ საშუალება ეწვიოთ საბერძნეთის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ არქეულოგიურ ძეგლებს : პანთეონს და აკროპოლისს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შესული.

ტურის ღირებულება: 199 ევრო

ღირებულებაში შედის:
(ერთი ადამიანის ფასი ორადგილიან ნომერში)

  • 3* სასტუმრო(ქალაქის ცენტრში)
  • დილის კვებით (7 ღამე);
  • ქალაქის ტური;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • ტრანსფერი;

ღირებულებაში არ შედის:

  • სავიზო მოსაკრებელი: 35 ევრო, რომელსაც თავად იხდით საკონსულოში;
  • ავიაბილეთი: 220 ევროდან;