ნიცა-მონაკო

ევროპის ორი ულამაზესი ქალაქის კომბინირებული ტური თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარს და შთამბეჭდავს გახდის…
აირჩიე სასურველი პერიოდი 2013 წელს და ისიამოვნე ჩვენი ფასებით – 370 ევროდან!

ნიცა – ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე ერთ–ერთი ულამაზესი ქალაქია, რომელსაც საფრანგეთის ლაჟვარდოვანი ნაპირის მოკაშკაშე მარგალიტს უწოდებენ. ტურის ფარგლებში თქვენ მოინახულებთ ნიცას, მონაკოსა და მონტე-კარლოს გამორჩეულ ადგილებს. თქვენ მოგემსახურებათ კომფორტული მინიავტობუსი (რომელიც გათვლილია 8 მგზავრზე), პროფესიონალი ინგლისურენოვანი გიდის თანხმლებით.

monacoტურის აღწერა

ტური დაიწყება ხმელთაშუა სანაპიროს პანორამული ხედების მონახულებით ქალაქ ნიცაში და გაგრძელდება შუასაკუნეების პერიოდის სოფელ- ეზში, რომელიც კლდეზეა განთავსებული და მისი სილამაზე მხილველზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. შემდგომ მოინახულებთ მონაკოს ძველ ქალაქს: სამეფო სასახლეს, საკათედრო ტაძარს, კუსტოს ოკეანოგრაფიულ მუზეუმს. შემდგომ ესტუმრებით მონტე-კარლოს სადაც მგზავრობა იწყება რბოლისათვის განკუთვნილი მანქანით, რომლითაც გაივლით ცნობილ გზებს, სადაც ტარტდება „F1“_ს გრანდ–პრი. ტურის დასასრულს შეგეძლებათ თავისუფალი დრო გაატაროთ „Casino Square“-ში, გაერთოთ წარმოუდგენელი შოპინგით, ულამაზესი ბაღების თვალიერებით, იხილოთ საფუფუნო იახტები და უბრალოდ დატკბეთ დაუვიწყარი დღეებით.

ტურის ღირებულებაში შედის:

  • ქალაქის ტური;
  • სასტუმრო: Locarno Hotel”3* (ქალაქის ცენტრში) დილის კვებით (7ღამე);
  • ტრანსფერი;
  • სამოგზაურო დაზღვევა.

ტურის ღირებულებაში არ შედის:

  • სავიზო მოსაკრებელი: 35 ევრო, რომელსაც თავად იხდით საკონსულოში;
  • ავიაბილეთი: 255 ევროდან;

სასარგებლო რჩევები

ტურისტული ვიზის მისაღებად, საჭიროა დარეკოთ საფრანგეთის საელჩოში 0900 007-033 და ჩაეწეროთ გამგზავრებამდე ერთი თვით ადრე. (ერთი სატელეფონო ზარის ღირებულება ნებისმიერი ტიპის ტელეფონიდან შეადგენს 3 ლარს).
მისამართი: ორთაჭალა, კრწანისის ქ. 49

სამუშაო საათები: ორშაბათი – ხუთშაბათი 09:00 – 18:00
პარასკევი 09:00 – 16:30 შესვენება 13: 00 – 14:00