სტოკჰოლმი

ტური სტოკჰოლმში – 255 ევრო

სტოკჰოლმი – შვედეთის დედაქალაქი – მისი კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი მეცამეტე საუკუნიდან. იგი განლაგებულია 14 კუნძულზე, ტბა – მელარენის შესართავთან. სწორედ კუნძულებზე მდებარეობისა და განსაკუთრებული სილამაზის გამო, ქალაქს მეტსახელად „ჩრდილოეთის ვენეცია“ შეარქვეს. ის განთქმულია საუცხოო პარკებით, ბაღებით, არხებით, ისტორიული ძეგლებითა და არქიტექტურით, რამაც განაპირობა მისი ასეთი პოლულარულობა ტურისტთა შორის. მოიწყვეთ დაუვიწყარი დასვენება შვედეთის ამ ისტორიულ ქალაქში, გაეცანით მის კულტურას და დატკბით მისი სილამაზით, რაშიც  ჩვენ -„GOOD TRAVEL”-ი დაგეხმარებით.

stokholmტურის აღწერა

ტური დაიწყება ძველი ქალაქის მონახულებით, სადაც თქვენ თვალს მიადევნებთ ფოტოგამოფენებს, ეწვევით გალერეებს და ასევე შესაძლებლობა მოგეცემათ  შეიძინოთ სუვენირები. ტური გაგრძელდება ქალაქის ისტორიული ძეგლების ვიზიტით, აქ თქვენ მოინახულებთ: სტოკჰოლმის სამეფო სასახლეს,რომელიც შვედეთის მეფეების ოფიციალურ რეზიდენციას წარმოადგენს; გუსტავ მე-8-ის მუზეუმს, სადაც დაცულია შუასაუკუნეების სიძველეები; სამეფო ოპერას, კულტურის სახლ -„kulkurhuset“-ს; Djurgårdsbron-ის ხიდს; სატელევიზიო ანძას; ეროვნულ მუზეუმს; ვაზას მუზეუმს. ტურის დასასრულს თქვენ დაათვალიერებთ სტოკჰოლმის განთქმულ პარკებს და აკვარიუმს; ასევე დრო გექბნებათ იშოპინგოთ და დააგემოვნოთ შვედური  სამზარეულოს უგემრიელესი კერძები ქალაქის რესტორანში.
ღირებულებაში შედის:
  • ქალაქის ტური;
  • სასტუმრო: “Vanadis Hotel” ქალაქის ცენტრში(დილის კვებით) 7 ღამე;
  • სამოგზაურო დაზღვევა.
ღირებულებაში არ შედის:
  • სავიზო მოსაკრებელი: 35 ევრო, რომელსაც თავად იხდით საკონსულოში;
  • ავიაბილეთი: 245 ევროდან;
ფასი მოცემულია ერთ ადამინზე ორ ადგილიან ნომერში.
სასურველი დროისა და სასტუმროს დასაჯავშნად დაგვიკავშირდით, ან მოგვწერეთ.