პრაღა

pragueმომსახურებაში შედის:

  • ტრანსფერი აეროპორტიდან/აეროპორტამდე
  • სასტუმრო 3*** (BB) 6 ღამე / 7 დღე
  • სამოგზაურო დაზღვევა. სავიზო მხარდაჭერა
  • ტურის გასვლა: 10-15 ივნისი

მომსახურებაში არ შედის

  • ავიაბილეთი (საშუალოდ €350 -დან
  • სალჩოს მოსაკრებელი – €35 (1 კაცი)

ქალაქის შესახებ

ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი ”ქალაქების დედა”, “ათასი ღვთაების ქალაქი” და “ოქროს ქალაქი”…

პრაღა მსოფლიოში მეექვსე ქალაქია ლონდონის, პარიზის, რომის, მადრიდის და ბერლინის შემდეგ, რომელსაც ყველაზე ხშირად სტუმრობენ ტურისტები. პრაღა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქია და იგი მდებარეობს ცენტრალურ ბოჰემიაში, მდინარე ვლტავაზე. 1100 წელზე მეტია რაც პრაღა წარმოადგენს ჩეხეთის რესპუბლიკის კულტურულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრს. მისი მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 1.9 მილიონ მოსახლეს. 1992 წლიდან პრაღის ცენტრი შესულია იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში.

prague1პრაღა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შედარებით ნაკლებად დაზიანდა ვიდრე ევროპის სხვა ქალაქები. მისი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა ძალზე მრავალფეროვანია: ბაროკო, რენესანსი, გოტიკური, ახალი კლასიკური და ულტრა თანამედროვე.

ყველაზე მთავარი ღირსშესანიშნაობები რაც პრაღაში აუცილებლად უნდა ნახოთ, არის ძველი ქალაქი, თავისი ძველი მოედნით, ასტრონომიული საათი, ჩარლის მოხატული ხიდი, ახალი ქალაქი თავისი ისტორიული ვენცესლას მოედნით, პრაღის კოშკი (მსოფლიოს ყველაზე დიდი კოშკი), წმინდა ვიტუსის ტაძარი, ძველი ებრაული კვარტალი და ძველი და ახალი სინაგოგა.

სასარგებლო ინფორმაცია

ვიზისთვის საჭირო საბუთები:
  1. თქვენი პასპორტი, რომელიც ვარგისი უნდა იყოს სულ მცირე მომდევნო 6 თვის განმავლობაში.
  2. პასპორტის ასლი.
  3. ერთი ფერადი ფოტოსურათი (3X4).
  4. სავიზო განაცხადი.
  5. წერილი სამუშაო ადგილიდან (სასწავლო დაწესებულებიდან), სადაც დაფიქსირებული იქნება თქვენი მუშაობის (სწავლის) ხანგძლივობა საქართველოში.
  6. სამოგზაურო დაზღვევა ჩეხეთის ტერიტორიაზე. (სასურველია იქონიოთ ასლიც და ორიგინალიც)
  7. ბანკის ამონაწერები (ფინანსური გარანტია)
საკონსულო ყოველთვის იტოვებს დამატებითი საბუთის მოთხოვნის უფლებას!