აბასთუმანი

კურორტი აბასთუმანი აბასთუმანი თბილისიდან 210 კმ-ის დაშორებით, მესხეთის ქედის ერთ-ერთ განშტოებაზე, მდინარე ოცხეს ხეობაში, ზღვის დონიდან 1270-1340 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. აბასთუმანი ზომიერად მშრალი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება. ხეობის თითქმის ვერტიკალურად აზიდული ფერდობები დაფარულია წიწვოვანი ტყით, სადაც დომინირებს ფიჭვი. ჰაერის ტემპერატურისა და ატმოსფერული წნევის მერყეობა აბასთუმანში სრულიად უმნიშვნელოა. დღისით არ ცხელა, საღამოს კი გრილა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 37°ჩ, მინიმალური კი -32 ჩ აბასთუმანში არსებული თერმული წყლების გამო იგი კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტად მიიჩნევა. აბასთუმანი მდიდარია ისტორიული ძეგლებით: თამარის ხიდი მდინარე ოცხეზე, თამარის ციხე, ახალი ზარზმა, დიდი მთავრის ზამთრის და ზაფხულის სასახლე, თერმული წყლების აბაზანების შენობა-ნაგებობა.