თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი

Tbilisis baleol

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი-საქართველოში,ფიზიოთერაპიის,რეაბილიტაციის და სამკურნალო ტურიზმის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრია.

ეს არის ბუნებრივი ფაქტორებით – სამკურნალო- მინერალურ – გოგირდოვანი წყლითა და სამკურნალო ტალახით აღჭურვილი თანამედროვე კეთილმოწყობილი სამკურნალო დიაგნოსტიკური და რაც მთავარია სარეაბილიტაციო დაწესებულება, რომელიც დღეს სრულიათ განახლებული და აღდგენილი გამოირჩევა სხვა სამედიცინო ობიექტებისაგან. ცენტრში ხდება მკურნალობა და რეაბილიტაცია ბუნებრივი, ფიზიკური ფაქტორებისა და მედიკამენტების შერწყმით კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობით და თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურის გამოყენებით.

კურორტზე მკურნალობის ძირითადი ჩვენებები

  • ძვალ სახსროვანი დაავადებები: ართრიტი, პოლიართრიტი, სხვადასხვა ეთიოლოგიური წარმოშობის ( გარდა ტუბერკულიოზისა)ბურსიტის, ტენდოვაგინიტი, მოტეხილობის, დაბეჟილობისა და ჭრილობების შემდგომი პერიოდი.
  • საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები: გასტრიტი,დუოდენიტი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (რემისიის ფაზაში), ქოლეცისტიტი, ქოლენგიტი,  ჰეპატოქოლეცისტიტი, კოლიტი და სხვა.
  • ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადება: ნევროზი, ნევრასთენია.
  • გინეკოლოგიური დაავადებები: ვაგინიტი, სალპინგოოფორიტი, ენდომეტრიტი,უშვილობა და სხვა.
  • უროლოგიური დაავადებები: ურეთრიტი,ცისტიტი, პროსტატიტი.
  • პერიფერიული ნერვიული სისიტემის დაავადებები: ნევრიტი,პოლინევრიტი,იშიაზი, პლექსიტი,ხერხემლის ოსტეოქონდროზი და სხვა.
  • ნივთიერებათა ცვლის დაავადებები: სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.
  • გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.
  • ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები:ჰაიმორიტი,ლარინგიტი,ფარინგიტი და სხვა.
  • კანის დაავადებები: ფსორიაზი,ეგზემა, ნეიროდერმიტი.