ნუნისი

1085DSC08672სამთა ნუნისი გიწვევთ უქმე დღეების გასატარებლად.დაისვენეთ საოცარ გარემოში და დატკბით უმშვენიერესი ხედებით.

ბალნეოკლიმატო-თერაპია ნუნისის უნიკალური ჰავისა და წყლის მოქმედებით აღდგენითი პროცესების პროვოცირებას გულისხმობს. თერაპიის შედეგად, რეგულირდება ნივთიერებათა ცვლა, ორგანიზმი თავისუფლდება სტრესებისგან, მშვიდდება ნერვული სისტემა.

თერაპიის ხანგრძლივობა 14-20 დღეა. თერაპიის ფარგლებში პაციენტი იღებს 14-18 აბაზანას. თითოეული აბაზანა 15-20 წუთს გრძელდება. ბალნეოთერაპიის პროცესში გამორიცხულია მედიკამენტური მკურნალობა.

იშვიათ შემთხვევებში, 4-5 აბაზანის შემდეგ, პაციენტებში ვლინდება ადგილობრივი რეაქცია. იმატებს ქავილი, ინფილტრაციისა და ჰიპერემიის ხარისხი. მოცემულ სიტუაციაში, პაციენტებს ენიშნებათ გარეგანი ლოკალური საშუალებები, რის შემდეგაც ჩივილები განიცდის უკუგანვითარებას.

აბაზანები

კანისა და ნერვულ ნიადაგზე გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ, ასევე ზოგად გამაჯანსაღებელი ეფექტის მისაღწევად, პაციენტებს ენიშნებათ ბალნეო-კლიმატოთერაპია. თერაპია ემყარება აბაზანებს. ნუნისის მინერალური წყალი კურნავს დაავადებებს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ალამაზებს და აახალგაზრდავებს კანს, ახალისებს ორგანიზმს.

თერაპიისას დამსვენებლები იღებენ 14-18 აბაზანას. პროცედურის მიღებამდე, პაციენტს სინჯავს თერაპევტი. წნევის გასინჯვის შემდეგ, გასახდელში იცვამს ხალათს და შედის აბაზანაში. წყლის ტემპერატურა 32-36 გრადუსია. პირველი სამი დღის განმავლობაში აბაზანის ხანგრძლივობა 15 წუთია, რის შემდეგაც დრო 20 წუთამდე იზრდება. რეკომენდებულია დღეში ერთი აბაზანის მიღება.

nunisi

ნუნისის წყალი

ნუნისის სამკურნალო მინერალური წყაროების ამოსავალი წერტილები განლაგებულია მდინარე ნუნისის წყლის მარცხენა სანაპიროს ფერდობზე, წყლის დონიდან 6-15 მეტრზე, მდინარე ზვარულას შესართავთან.

ქიმიური ანლიზით დადგინდა, რომ წყლის ქიმიური შემადგენლობა არ იცვლება.

ნუნისის წყალი შედარებით მაღალი ტუტიანობით (- PH 8,3 – 8,4) ხასიათდება. ის ღრმად აღწევეს კანის ქსოვილში და ხელს უწყობს კანში რქოვანი ფენების დაშლას.
მიუხედავად იმისა, რომ წყლის მინერალიზაცია დაბალია, შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებს, როგორიცაა ამონიუმი, კალიუმი, ბრომი, ბორის მჟავა და სხვა. კვლევის შედეგად, მასში აღმოჩენილია იოდისა და მარგანეცის იონებიც.

წყალი შეიცავს გახსნილ გაზს 20-28 მილიგრამის ფარგლებში. მასში ჭარბობს აზოტი და ნაკლები ოდენობითაა მეთანი და გოგირდწყალბადი.

სამკურნალო თვისებები

ნუნისის წყლის ქიმიური შემადგენლობა განაპირობებს წყლის სამკურნალო დანიშნულებით გამოყენებას. ნუნისის წყლის მეშვეობით შესაძლებელია კანისა და ნერვულ ნიადაგზე გამოწვეული დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა ფსორიაზი, ნეიროდერმიტი, საბორეული დარმატიტი, ეგზემა, ქრონიკული ჭინჭრის ციება, პრურიგო, მოხუცებულთა ქავილი, ნევრალგია, ნევრიტი, რადიკულიტი და სხვ.

ნუნისის მინერალური წყლით მკურნალობის ჩვენებებს წარმოადგენს

  • ფსორიაზი – სტაციონარული ან რეგრესიული სტადია;
  • ნეიროდერმიტი – შემოსაზღვრული და დიფუზური, ექსუდაციის გარეშე;
  • სებორეული დარმატიტი – ქრონიკული სტადია;
  • ეგზემა – ჭეშმარიტი, დისჰიდროზული, პროფესიული ხასიათის;
  • ქრონიკული ჭინჭრის ციება, პრურიგო, მოხუცებულთა ქავილი – გამოხატული მსუბუქი ფორმითა და გაურთულებელი პიოდერმიით;
  • პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები – ნევრალგიები, ნევრიტები, რადიკულიტები;

gallery_clinic_nunisi_007ნუნისის მინერალური წყლით მკურნალობის უკუჩვენებებს წარმოადგენს

  • ყველა დაავადება მწვავე და ქვემწვავე სტადიაში;
  • კანის ინფექციური დაავადებები – მიკოზები, პიოდერმიები, ვირუსული დაავადებები;
  • კანის პარაზიტული დაავადებები – მუნი, პედიკულოზი;
  • ყველა ვენერიული დაავადება გადამდებ ფორმასა და აქტიურ ფაზაში;
  • გულის დაავადებები – სისხლის მიმოქცევის უკმარისობა მე–2 და მე–3 ხარისხი;
  • ჰიპერტონული დაავადება – მე-2 და მე-3 სტადია;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაავადებები;
  • თირკმლის, სანაღვლე გზების კენჭოვანი დაავადებები;
  • ჰიპერთირეოზი;
  • ჰიპოთირეოზი – მძიმე ფორმა;
  • ორსულობა;
  • მასტოპათია.

ნუნისის წყალს აქვს ასევე ზოგადგამაჯანსაღებელი ეფექტი. იგი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ალამაზებს და აახალგაზრდავებს კანს, ახალისებს ორგანიზმს.

ექიმის მომსახურება

ნუნისში პაციენტების ჯანმრთელობასა და წყლისგან მიღებულ ეფექტს თვალს ადევნებენ ექიმი დერმატოლოგი, თერაპევტი, კურორტოლოგი და დიეტოლოგი.
დიეტოლოგი კურორტზე ყოველდღიურ მენიუს ადგენს.სასადილოში მიირთმევთ როგორცდიეტურ, ისე არადიეტური საკვებს.

  • კურორტზე შესაძლოა დიაგნოზის დასმა და მკურნალობის კურსის დანიშვნა.
  • ექიმი 24 საათის განმავლობაში მოგემსახურებათ.
  • მომსახურება საგზურის ღირებულებაში შედის.