საირმე

82c2532245773a3ef231acb73f25580e

საირმე – წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით, მთის კლიმატით გამორჩეული და, რაც მთავარია, სამკურნალო, მინერალური და თერმული წყლის საბადოებით მდიდარი ბალნეოლოგიური კურორტი ქალაქ ქუთაისის სამხრეთით, ბაღდათის
რაიონში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე. ის უკვე რამდენიმე ათეული წელია მიიჩნევა მნიშვნელოვან საკურორტო ზონად, თუმცა ტურისტებისთვის მისაღები ინფრასტრუქტურული დონის მიღწევა საირმეში 2011 წლისთვის მოხერხდა.

კურორტის რეაბილიტირება 2011 წელს დაიწყო. პროექტი, რომლის ბიუჯეტიც 10 მილიონი ლარია, დასრულებულ სახეს 2013 წლის ბოლოს მიიღებს. პროექტის ფარგლებში მოეწყო სასტუმრო “საირმე”, რომელიც 150 ნომრისგან შედგება და
390 დამსვენებელზეა გათვლილი (ეს საირმის მთელი ტურისტული პოტენციალის ნახევარს შეადგენს). აგრეთვე მოხდა საირმის ლანდშაფტის მოდერნიზება: ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები სარეკრეაციო, სავაჭრო და საკვები ობიექტების მოსაწყობად. მათი ნაწილი უკვე ფუნქციონირებს, ნაწილის დასრულება კი უახლოეს მომავალში იგეგმება.

კურორტზე აგრეთვე მოქმედებს სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი გერმანული ფირმის, ‘კრაფტის’ უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. საკმაოდ დიდი მოცულობის კომპლექსი ნებისმიერი ტიპის

55242fd38f0f

გამაჯანსაღებელ პროცედურას შემოგთავაზებთ.

დამსვენებლებს აგრეთვე აქვთ საშუალება ისარგებლონ პოლიკლინიკით, რომელიც სასტუმრო ‘საირმის’ ტერიტორიაზე მდებარეობს და დამსვენებლებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. პოლიკლინიკაში შესაძლებელია თერაპიული, კარდიოლოგიური, უროლოგიური მომსახურების მიღება. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიით, სტომატოლოგიური და ექოსკოპიური კაბინეტებით.

საირმეში აგრეთვე მოეწყო მინერალური წყლების კეთილმოწყობილი ბიუვეტები, განახლებული კვების ბლოკი, კაფე-ბარისა და მარკეტის შენობა, კურორტის  ბაღი, ბაღდათი-საირმეს 28 კილომეტრიანი ახალი გზა, კურორტის განახლებული შიდა გზები, თანამედროვე საკურორტო მომსახურება და ა.შ

კურორტი საირმე უმაღლესი ხარისხის, მრავალფეროვან მომსახურებას გთავაზობთ. ჩვენ ორიენტირებული ვართ დამსვენებელთა კომფორტსა და ინტერესებზე.

შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი სახის სერვისები:

  • სარეაბილიტაციო ცენტრი

კურორტ საირმეში ფუნქციონირებს მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სარეაბილიტაციო ცენტრი. აქ დამსვენებელს სპა პროცედურების ჩატარებისა და რეაბილიტაციის სრული კურსის გავლის საშუალება ეძლევა.

  • რესტორანი

კურორტი საირმის რესტორანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები. ჩვენ მრავალფეროვან მენიუს და მაღალი ხარისხის სერვისს გთავაზობთ

  • საკონფერენციო დარბაზი

ადგილი კონფერენციებისა და კორპორაციული შეხვედრების ორგანიზებისთვის, 150 პერსონაზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი თქვენს განკარგულებაშია.

  • გასართობი ცენტრი: ბილიარდი, ჭადრაკი, ნარდი, სათამაშო აპარატები, ველოსიპედები, ფეღბურთის მოედანი, აუზი, ტირი, ბატუტი

კურორტი საირმე გთავაზობთ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას. კლინიკა, რომელიც კვირაში 7 დღე, ოცდაოთხი საათის განმავლობაში დამსვენებლის განკარგულებაშია, აღჭურვილია მაღალი ხარისხის აპარატურით. აქვე მოქმედებს თანამედროვე ლაბორატორია, ექოსკოპიისა და სტომატოლოგიური კაბინეტები.

პოლიკლინიკა მდებარეობს სასტუმროს ტერიტორიაზე და დამსვენებლებს შემდეგი სახის მომსახურებას სთავაზობს: კარდიოლოგია, უროლოგია, თერაპია  და ა.შ.

slaideri1 (1)საირმის წყლის სამედიცინო მნიშვნელობა

საირმის წყალს უნიკალური სამკურნალო თვისებები გააჩნია. იგი გამოიყენება მრავალი დაავადების, მათ შორის: თირკმელების პათოლოგიის, შარდ-სასქესო სისტემის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ანთებითი პროცესების, ღვიძლის ქრონიკული დაავადებების, ნაწლავთა ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ.

უფრო კონკრეტულად, საირმის წყლით შესაძლებელია შემდეგი დაავადებების მკურნალობა და ფასები:

  • ნერვული სისტემის საავადებები: ნევროზი,ნევრიტი,პოლინევრიტი,რადიკულიტი.
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ანგიონევროზი.

11338277907ძვალ-სახსართასისტემა: ართრიტი, პოლიართრიტი, ოსტეოპოროზი, სტანდარტული პაკეტები

  • გასახდომი პაკეტი
  • კუჭისა და თორმეტ-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება
  • შაქრიანი დიაბეტი
  • ქრონიკული ჰეპატიტი
  • ქრონიკული პანკრეატიტი
  • სიმსუქნე
  • მალაგია,ნევრალგია,ნევროზი
  • ქრონიკული ხოლესციტიტი
  • ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება
  • ოსთეოქონდროზი
  • შარდ კენჭოვანი დაავადება

VIP პაკეტები

  • შაქრიანი დიაბეტი
  • ქრონიკული ჰეპატიტი
  • ქრონიკული პანკრეატიტი
  • სიმსუქნე
  • მალაგია,ნევრალგია,ნევროზი
  • ქრონიკული ხოლესციტიტი
  • ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება
  • ოსთეოქონდროზი
  • შარდ კენჭოვანი დაავადება
  • მანუალური თერაპია რელაქსაცია
  • იოზიტი, ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია.

კურორტ საირმეში ფუნქციონირებს მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც დამსვენებელს ეძლევა საშუალება გაიაროს რეაბილიტაციის კურსი და ჩაიტაროს სპა-პროცედურები. ცენტრი აღჭურვილია უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით. დამსვენებლებს მოემსახურება მაღალკვალიფიციური პერსონალი.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს სერვისების არასრული ჩამონათვალია.

კურორტი საირმეს სარეაბილიტაციო ცენტრი პირველია საქართველოში თავისი შესაძლებლობებით, მაღალი დონის მომსახურებითა და პერსონალის კვალიფიკაციით. ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ სრული სარეაბილიტაციო კურსის გავლა თქვენს ინტერესზე მორგებულ ფასად.

შეგიძლიათ ჩაიტაროთ შემდეგი პროცედურები:

233რეაბილიტაციის ცენტრი

  • მინერალური წყლის აბაზანა  თაფლისა და ქლიავის ექსტრაქტით მოსვენების ჩათვლით 15 წუთი
  • მინერალური წყლის აბაზანა გრეიფუტისა და როზმარინის ექსტრაქტით მოსვენების ჩათვლით 15 წუთი
  • მინერალური წყლის აბაზანა როზმარინის ექსტრაქტით მოსვენების ჩათვლით 15 წუთი
  • მინერალური წყლის აბაზანა სოჭის ექსტრაქტით მოსვენების ჩათვლით 15 წუთი
  • მინერალური წყლის აბაზანა მაგნეზიის ექსტრაქტით მოსვენების ჩათვლით 15 წუთი
  • მინერალური წყლის აბაზანა ანტიცელულიტური ფორთოხლისა და გუარანას ექსტრაქტით მოსვენების ჩათვლით 15 წუთი
  • მინერალური წყლის აბაზანა ჟასმინისა და გოჯი ექსტრაქტით მოსვენების ჩათვლით 15 წუთი
  • მინერალური წყლის აბაზანა ღვიის ექსტრაქტით მოსვენების ჩათვლით 15 წუთი
  • მინერალური წყლის აბაზანა ლავანდის ექსტრაქტით მოსვენების ჩათვლით 15 წუთი
  • მინერალური წყლის აბაზანა მოსვენების ჩათვლით 15 წუთი
  • ზედა კიდურების აბაზანა მოსვენების ჩათვლით 15 წუთი
  • ქვედა კიდურების აბაზანა მოსვენების ჩათვლით 15 წუთი

წყალქვეშა მასაჟები

  • ჰიდრო-ჭავლური სხეულის მასაჟი მოსვენების ჩათვლით 15 წუთი წყალქვეშა მასაჟი მოსვენების ჩათვლით 15 წუთი
  • შარკოს შხაპი მოსვენების ჩათვლით 10 წუთი

სამკურნალო პროფილაქტიკური პროცედურებიimage (1)

  • ჰიდროკოლონოთერაპია (მსხვილი ნაწლავების გამორეცხვა)  – 50 ლარი.
  • გინეკოლოგიური ირიგაცია
  • გინეკოლოგიური მასაჟი 15 წუთი –
  • სწორი ნაწლავის ირიგაცია

სამკურნალო პროფილაქტიკური მასაჟები

  • საერთო მასაჟი  – 45 წუთი
  • ზურგის მასაჟი   -20 წუთი
  • ქვედა კიდურების მასაჟი 15 წუთი  –
  • ზედა კიდურების მასაჟი  15 წუთი
  • სარელაქსაციო მასაჟი 45 წუთი
  • რეფლექსური ტერფების  15 წუთი
  • ინტენსიური თერაპია (სამკურნალო მასაჟი) 50 წუთი
  • შიაცუ (ჩინური წერილოვანი მასაჟი) 50 წუთი
  • ტაილანდური მასაჟი 60 წუთი
  • ბალი (ინდონეზიური მასაჟი)  45 წუთი
  • მანუალური თერაპია (სამკურნალო მასაჟი) 30 წუთი
  • თაფლით მასაჟი
  • ანტიცელულიტური მასაჟი
  • ლიმფოდრენაჟი 45 წუთი
  • ანტისტრესული მასაჟი  30 წუთი
  • ვულკანური ქვებით მასაჟი
  • არომათერაპია 60 წუთი

This slideshow requires JavaScript.