სვანეთი

svanetiსვანეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე ე. წ. აფხაზეთის სვანეთი (მდინარე კოდორის ზედა ნაწილი), სამეგრელოს, ზემო რაჭისა და ლეჩხუმის მოსაზღვრე რეგიონები.

ადრინდელ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის სამეფოსი. XI-XV საუკუნეებში ერთიანი საქართველოს საერისთავო იყო. როდესაც საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად, სვანეთიც რამდენიმე ნაწილად გაიყო: თავისუფალ, სადადეშქელიანო და სადადიანო სვანეთად.

ამჟამად სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სვანეთად. მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატფარის ზეკარით. ზემო სვანეთი შეიცავს მდინარე ენგურის ხეობას სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე, ხოლო ქვემო სვანეთი — ცხენისწყლის ხეობას სათავიდან მურის ხიდამდე (ქ. ცაგერის სიახლოვეს).

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედისსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის რაიონში, ქვემო სვანეთი — რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის რაიონში. სვანეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია, კერძოდ მათი ეთნოგრაფიული ჯგუფი — სვანები.

მოყოლებული IV საუკუნიდან სვანეთი საქართველოში ქრისტიანობის ფორპოსტია. დღეს სვანეთში 15000 მოსახლე ცხოვრობს ხოლო მის ტერიტორიას 300 ეკლესია ამშვენებს რომელთა უმრავლესობა XI-XIII საუკუნეებშია აგებული და ცნობილია როგორც კლასიკური ქრისტიანული ფრესკებით, ასევე განუმეორებელი იკონოგრაფიით

დღესაც კი სვანეთი იზიდავს ბევრ მოგზაურს, როგორც კოშკებისა და ოქროს ვერძის მიწა,მთის მწვერვალები (5150 მ-ის სიმაღლეზე) და მყინვარწვერები იპყრობენ მთასვლელებისა და მოგზაურთა ყურადღებას.

7f974211eef7

 

სვანური კოშკი– სვანეთში გავრცელებული თავდაცვითი ნაგებობა, ჩვეულებრივ 20-25 მეტრი სიმაღლისა. შედგებოდა 4-5, ან იშვიათად ექვსი სართულისგან. ქვედა სართული, რომლის კედლები 1,5 მეტრამდე სისქისაა, მეტწილად ყრუა, შესასვლელი მეორე სართულის დონეზეა მოწყობილი. სიმაღლეში კოშკი ვიწროვდება და კედლების სისქეც 0.7 – 0.8 მეტრამდე მცირდება. სართულები შიგნით ერთმანეთთან გადასატანი ხის კიბეებითაა დაკავშირებული. გვირგვინით დასრულებული კოშკის უკანასკნელ სართულზე მოწყობილია საბრძოლო ბაქანი. გადახურულია ორფერდა სახურავით. აღჭურვილია სათოფურებით. სვანურ კოშკს აგებდნენ რიყის ქვითა და ლოდებით, იყენებდნენ ფიქალსაც. კოშკებს გარედან ლესავდნენ იშვიათი სიმტკიცის ბათქაშით. სვანური კოშკი ან საცხოვრებელ სახლთანაა დაკავშირებული, ან ცალკე დგას.

სვანური კოშკები UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენს. გარდა ამისა, დაჯილდოებულია international Award Architecture Stone-ზე პრემიით “ხალხური არქიტექტურა”.

This slideshow requires JavaScript.