ყაზბეგი

გერგეტის სამება

გერგეტის სამება

მყინვარწვერი, იგივე მწვერვალი ყაზბეგი — მწვერვალი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოხის ქედზე. სიმაღლე 5047 მ, წარმოშობა ვულკანური, აღმართულიასაქართველოს სამხედრო გზის გვერდით. მის ფერდობებზე სუბალპური მდელოებია, ზემოთ – მარადიული თოვლი. აქედან ეშვება მყინვარები: სუათისი, მნა, ორწვერი, დევდარაკი და სხვა, რომელთა საერთო ფართობია 135 კვ. კმ. ერთ-ერთი მყინვარიდან სათავეს იღებს მდინარე თერგი. მთას აქვს ორმაგი კონუსის ფორმა, რომლის ძირი 1770 მ-ზეა.

მყინვარწვერი ალპინიზმისა და ტურიზმის რაიონია. მასზე პირველი ასვლა განახორციელეს ინგლისელებმა დუგლას ფრეშფილდმა, ადოლფ მურმა და ჩარლზ ტაკერმა 1868 წელს. მყინვარწვერის კალთაზე, გერგეტის მყინვარის მხრიდან 3680 მ სიმაღლეზე მდებარეობს მეტეოროლოგიური სადგური, რომლის ნაწილი ალპინისტთა თავშესაფრად არის მოწყობილი.
მყინვარწვერთან დაკავშირებულია ბევრი ძველი ლეგენდა. დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე 80 მეტრიანი კლდოვანი კედლის შიგნით მდებარეობს ბეთლემის გამოქვაბული.„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ეს მონასტერი წარმოადგენდა საეკლესიო სიწმინდეების და განძის საცავს, სადაც ბერები ჯაჭვის კიბეებით ადიოდნენ. მონასტერთან დაკავშირებული კიდევ ერთი ლეგენდა პოეტურად აქვს აღწერილი ილია ჭავჭავაძეს. სხვა ლეგენდის მიხედვით, მყინვარწვერზე იყო მიჯაჭვული პრომეთე. დარიალის ხეობის მთავარი მშვენება და სიმბოლოა წმინდა სამების მონასტერი, სადაც ერთ დროს ინახებოდა წმინდა ნინოს ჯვარი. მონასტერი მდებარეობს მყინვარწვერის ფონზე, პირდაპირ დაბა სტეფანწმინდის თავზე, ხოლო 3900 მეტრის სიმაღლეზე დგას თანამედროვე პატარა ეკლესია.

ყაზბეგის ღირშესანიშნაობები

გერგეტის სამება

სამების ეკლესია აშენებულია მე-15 საუკუნეში და ხევის უმნიშვნელოვანეს სალოცავ ადგილს წარმოადგენს.ტაძრიდან სოფ.სტეფანწმინდისა და ყაზბეგის მთების შესანიშნავი ხედი იშლება.ეს არის ლამაზი ადგილი სასეირნოდ.აქედან შეგიძლიათ ახვიდეთ სტეფანწმინდის პირდაპირ მდებარე ქუროს ქედზე.უკან პატარა ტყე და ახლად აშენებული ეკლესიაა,რომელიც მთის ძირში მდებარეობს.ეს ადგილი საუცხოოა მზის ჩასვლის საყურებლად,განსაკუთრებით ლამაზია მზის სხივების არეკვლა გერგეტის მყინვარზე.

გერგეტის მყინვარი

ეს ადგილი სოფ.გერგეტიდან 10 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.როცა იქ არსებულ ეკლესიას მიაღწევთ , თქვენს თვალწინ ალპური მდელოები და გერგეტის მყინვარი წარმოგიდგებათ.მყინვარი ზღ.დ-დან 2950 მეტრზე მდებარეობს.მყინვარი ერთი შეხედვით უფრო მჭიდრო ჩანს რეალურთან შედარებით.

დევდორაკის მყინვარი

დევდორაკის მყინვარი

დევდორაკის მყინვარი

ამ ადგილისკენ მიმავალი ბილიკი იწყება სტეფანწმინდიდან და მიუყვება დარიალის ხეობას.გამოიყენეთ შანსი და იმოგზაურეთ ამ პატარა მხარეში,სადაც დანიშნულების ადგილამდე მისვლამდე გველეთის ჩანჩქერი შეგხვდებათ.აქ შეხვდებით აგრეთვე არყის ტყეს,რომელიც მდიდარია ალპური ტიპის მცენარეებით.აქვე არის მყინვარიც.არსებობს ზვავის ჩამოწოლის საფრთხე,ეს საკმაოდ რთული გზაა და გამოცდილი მთამსვლელის გარეშე წასვლას არ გირჩევთ.

დარიალის ხეობა

მდებარეობს სტეფანწმინდის ჩრდილოეთით და სწორედ აქ გადის ავტობანი.ბევრი ისტორია შეიქმნა ამ ვიწრო და ველურ გზაზე.აქ შეძლებთ ფრინველებზე დაკვირვებასაც.აქ შენდება ქვეყნის მასშტაბით მეორე უდიდესი მონასტერი.

სოფელი სნო

ეს პატარა დასახლება სტეფანწმინდიდან დაახლოებით 5 კმ.სავალზეა,გზა მიუყვება არწივის ქედს.ეს ადგილი თითქმის დაცლილია მცხოვრებლებისგან.აქ მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი ცხოვრობს.მიუხედავად ამისა,ცოცხალი გარემოა.აქ აგრეთვე ათასობით ფუტკარი ბინადრობს.

სოფელი არშა

სოფელი სნო

სოფელი სნო

ამ ადგილზე მისაღწევად გერგეტის სამხრეთით მდებარე მდინარეს უნდა გაუყვეთ.15 წუთის შემდეგ შეგხვდებათ პატარა მინერალური წყლის აუზი,რომელიც ზაფხულშიც ძალიან ცივია.შემდეგ მიაღწევთ პატარა დასახლებას,სადაც ორი ნანგრევია,აქ მათ შესწავლასაც შეძლებთ.მეტალის ხიდზე გადასვლის შემდეგ მიხვალთ არშამდე(გზაში პატარა რესტორანიც შეგხვდებათ).აქედან კი შესაძლებელია უკან სტეფანწმინდაში დაბრუნება.

სოფელი იუტა

ეს ადგილი ხეობიდან 18 კმ-ითაა დაშორებული.ამ ადგილამდე შეგიძლიათ ფეხითაც მიხვიდეთ,მაგრამ უფრო კომფორტული და სწრაფი მანქანაა.ეს სოფელი ყველაზე მაღალი ადგილია ამ ტერიტორიაზე,ზ.ღ-დან 2150მ-ზე მდებარეობს.აქ მცხოვრები ხალხი ძირითადად არაბულები არიან.ისინი ძალიან თბილი და იუმორით სავსე ხალხია.მიუხედავად იმისა,რომ სოფელი ცივილიზაციას მოწყვეტილია,იუტა ალპინისტებისთვის ნამდვილი სამოთხეა.

თრუსოს ხეობა

თრუსოს ხეობა

თრუსოს ხეობა

ბილიკი სოფელ ოკრაკანოდან იწყება და მივყავართ თერგის ხეობამდე.გზაზე შეგხვდებათ უამრავი ფერადი მინერალური წყლები.ეს არის სანახაობრივი დეკორაციები მყინვარის ციცაბო ფერდობებზე.სიმაღლის ზრდასთან ერთად იზრდება თავდაცვითი კოშკების რაოდენობაც.არ დაგავიწყდეთ პასპორტის წამოღება,რადგან მიადგებით სოფელ კეტრას,სადაც გადის სამხრეთ ოსეთის საზღვარი.

ზემო თრუსოს ხეობა

ამ სოფელს აბანოს ეძახიან,რომელიც ღრმა ხეობაში მდებარეობს.ეს კარგი ადგილია ფეხით სასიარულოდ.შეგიძლიათ შეისწავლოთ ხეობები,თუ მეზობელმა მესაზღვრეებმა ამის საშუალება მოგცეს.ხეობაში თავდაპირველად ოსები ცხოვრობდნენ,მაგრამ მათ თანდათან მიატოვეს ტერიტორია.უმეტესი ადგილი მიტოვებულია,მაგრამ არის სახლები,რომლებსაც ძირითადად ზაფხულის სეზონზე გამოიყენებენ.აქ ყველგან შეამჩნევთ საზოგადოებრივი ცხოვრების კვალს.

ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის მუზეუმი

ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის მუზეუმი

ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის მუზეუმი

მუზეუმი მე-19 საუკუნის ქართველი მწერლის ალექსანდრე ყაზბეგის სახელობისაა.სტეფანწმინდიდან 5 წუთის ასეირნების შემდეგ მოხვდებით იქ.მუზეუმი კარგ საშუალებას იძლევა გაეცნოთ ამ პასტორალური პოეტის ცხოვრებას და საქართველოს იმდროინდელ კულტურას.ინფორმაციას მხოლოდ ქართულ ენაზე მიიღებთ,თუ გვერდით მეგობარი არ გყავთ,რომელიც გითარგმნით.

ალპინისტთა მუზეუმი

მთამსვლელების პატარა მუზეუმი მდებარეობს ქალაქის ცენტრში,პირველ პარალელურ ქუჩაზე.მუზეუმი ხშირად ჩაკეტილია,მაგრამ არ მოგერიდოთ მეზობელ სახლში დაკაკუნება,სადაც კასალიკაშვილები ოჯახი ცხოვრობს,ისინი გაგიღებენ მუზეუმს.მუზეუმი დამთვალიერებელს სთავაზობს მდიდარ ფოტომასალას ქართული ტრადიციული ალპინიზმის შესახებ.